Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ირაკლი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, იანვრის ბოლოს განახლდება ახალქალაქსა და ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზების მოქმედების ვადებზე მოლაპარაკებები ექსპერტთა დონეზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, იანვრის ბოლოს განახლდება ახალქალაქსა და ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზების მოქმედების ვადებზე მოლაპარაკებები ექსპერტთა დონეზე.
ეს მოლაპარაკებები შარშან ივლისში შეწყდა. მენაღარიშვილის თქმით, საქართველო კვლავინდებურად საკმარისად მიიჩნევს 3 წელს ბაზების გასაყვანად, ხოლო რუსეთი 14 წელს მოითხოვს. მინისტრის განცხადებით, 3 წელზე ხანგრძლივი ვადის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს საუბარი, თუ რუსეთი ”საქართველოს ინტერესების შესაბამის, ობიექტურ” არგუმენტაციას წარადგენს. ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო პრაიმ ნიუსი იუწყება.
XS
SM
MD
LG