შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კმაყოფილია პაკისტანისა და ინდოეთის ძალისხმევით, განმუხტონ დაძაბულობა და მოხარულია, რომ პაკისტანის პრეზიდენტი, ფერვეზ მუშარაფი გააკეთებს განცხადებას, ახალი ანტიტერორისტული ზომების შესახებ.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მართალია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავინდებურად დაძაბულია, მაგრამ ინდოეთი ძალადობის თავიდან ასაცილებლად დიმპლომატიური ძალისხმევისათვის მზადყოფნას ავლენს. ბაუჩერმა შეაქო აგრეთვე მუშარაფის მიერ ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიღებული ზომები, რასაც 14 იანვარს უნდა დაემატოს მუშარაფის მიერ მორიგი ზომების გამოცხადება. დღეს უფრო ადრე, პაკისტანის საგარეო უწყებამ გამოაცხადა, რომ ისლამაბადი მზად არის მოლაპარაკებისათვის და არ სურს ომი ინდოეთთან, რომელიც პაკისტანელ ექსტრემისტებს ადანაშაულებს დეკემბერში ინდოეთის პარლამენტზე თავდასხმაში. ამასობაში კიდევ უფრო გაიზარდა პაკისტანზე უცხოეთის ზეწოლა ექსტრემისტების მოქმედების აღკვეთის მოთხოვნით. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ერთობლივი მიმართვით მოუწოდეს მუშარაფს ექსტრემიზმის აღკვეთისაკენ, რათა ინდოეთთან მოლაპარაკება განახლდეს.