Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის


საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის ინიციატივით ქართველ პარლამენტართა ჯგუფი კვირას ეწვევა პანკისის ხეობას, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქისტები და დაახლოებით 6400 ჩეჩნეთიდან ლტოლვილი.

საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის ინიციატივით ქართველ პარლამენტართა ჯგუფი კვირას ეწვევა პანკისის ხეობას, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქისტები და დაახლოებით 6400 ჩეჩნეთიდან ლტოლვილი.
პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში ხიზრი ალდამოვმა თქვა, რომ პანკისში წასვლის სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე დეპუტატმა სხვადასხვა ფრაქციიდან, თუმცა მათი ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა. პარლამენტარები ხეობაში ერთ დღე-ღამეს დარჩებიან, შეხვდებიან ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ლტოლვილებს, რათა პირადად გაეცნონ ამ რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას და მომავალში თავიდან იქნეს აცილებული გაუგებრობები, თქვა ალდამოვმა. ხიზრი ალდამოვი არ გამორიცხავს ასევე შეხვედრას “ავღანეთის ვეტერანთა კავშირის” წევრებთან, რომლებიც რამდენიმე დღეა პანკისის ხეობის მახლობლად პიკეტს მართავენ წესრიგის დამყარების მოთხოვნით. დღეისათვის, ოფიციალური მონაცემებით, პანკისის ხეობაში მძევლად იმყოფება ეკლესიიდან განდგომილი ბერი და აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქე.
XS
SM
MD
LG