Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ჩჟუ ჟუნძი დღეს


ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ჩჟუ ჟუნძი დღეს დელიში ჩავიდა ერთკვირიან ოფიციალურ ვიზიტად.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ჩჟუ ჟუნძი დღეს დელიში ჩავიდა ერთკვირიან ოფიციალურ ვიზიტად.
ეს ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოგზაურობაა ინდოეთში უკანასკნელ ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე. ორშაბათისთვის დანიშნულია ჩჟუ ჟუნძის შეხვედრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ათალ ბიჰარი ვაჯპაისთან. განხილულ იქნება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემები და მდგომარეობა სამხრეთ აზიაში, მათ შორის, ამჟამინდელი დაპირისპირება ინდომეთსა და პაკისტანს შორის. როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯასვანთ სინგჰმა განაცხადა, ჩინეთი არ ითამაშებს შუამავლის როლს ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პაკისტანის მთავარ მოკავშირედ ითვლება აზიაში.
XS
SM
MD
LG