Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის არმიის შენაერთები მონაწილეობას არ


სომხეთის არმიის შენაერთები მონაწილეობას არ მიიღებენ ნატოს წვრთნაში სახელწოდებით “Cooperative best effort”, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოში ჩატარდება.

სომხეთის არმიის შენაერთები მონაწილეობას არ მიიღებენ ნატოს წვრთნაში სახელწოდებით “Cooperative best effort”, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოში ჩატარდება.
როგორც ერევნის სააგენტო “მედიამაქსი” იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, მიკაელ არუთინიანმა. მისივე თქმით, რამდენიმე სომეხი ოფიცერი მანევრებს, შესაძვლოა, მეთვალყურის სტატუსით დაესწროს. წვრთნა “Cooperative best effort” ნატოს პროგრამის – “პარტნიორობა მშვიდობისათვის” – ფარგლებში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ჩატარდება თბილისის მახლობლად, ვაზიანის სამხედრო ბაზის პოლიგონზე.
XS
SM
MD
LG