Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეისათვის ვერ


საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეისათვის ვერ ხედავენ აუცილებლობას პანკისის ხეობაში ვითარების დასარეგულირებლად საჯარისო ქვედანაყოფების შესაყვანად.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეისათვის ვერ ხედავენ აუცილებლობას პანკისის ხეობაში ვითარების დასარეგულირებლად საჯარისო ქვედანაყოფების შესაყვანად.
ხეობაში სამშაბათიდან შსს-სა და უშიშროების სამინისტროს ოპერატიული სამსახურები აქტიურად მოქმედებენ. როგორც პრაიმ-ნიუსს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა უთხრა, საჯარისო ქვედანაყოფების შეყვანამ შესაძლოა უკუეფექტი გამოიწვიოს, ამიტომაც საჭიროა სამართალდამცავების პროდუქტიული მუშაობა. იგი, ასევე, აუცილებლად მიიჩნევს პანკისის ხეობის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო პროგრამების შემუშავებას. პანკისის ხეობის პრობლემის შესახებ რუსეთთან შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრისას, გელა ბეჟუაშვილმა ოპერატიულ ინფორმაციათა გაცვლის აუცილებლობა აღნიშნა. მინისტრის მოადგილე თვლის, რომ მეზობელ რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე საქართველოსათვის რთული იქნება ამ პრობლემის გადაჭრა, შესაბამისად რუსეთს საქართველოს გარეშე გაუძნელდება ჩეჩნეთის საკითხის დარეგულირება.
XS
SM
MD
LG