Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, რუუდ ლუბერსმა დღეს ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარების საქმეში ”საკვანძო მნიშვნელობის ადამიანად” მოიხსენია ჩეჩნეთის პრეზიდენტი და მეამბოხეთა ლიდერი, ასლან მასხადოვი.

ლუბერსი დღეს მოსკოვში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, იგორ ივანოვს და შინაგან საქმეთა მინისტრ ბორის გრიზლოვს. ამ შეხვედრას წინ უძღოდა მოგზაურობა, რომლის მსვლელობაშიც ლუბერსი ჩეჩნეთსა და ინგუშეთშიც იყო. რუსეთის მთავრობა მასხადოვს ტერორისტს უწოდებს. ლუბერსმა კი აღნიშნა, რომ მასხადოვი ნამდვილად არ არის ტერორისტი და მას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია მშვიდობის დამყარებაში. მაგრამ ჩეჩნეთის საკითხებში კრემლის პრეს-მდივნის, სერგეი იასტრჟემბსკის განცხადებით, მასხადოვისადმი მოსკოვის დამოკიდებულება ეფუძნება მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.
XS
SM
MD
LG