Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტ, ფერვეზ მუშარაფის ვარაუდით


პაკისტანის პრეზიდენტ, ფერვეზ მუშარაფის ვარაუდით, ოსამა ბინ ლადენი შესაძლოა ცოცხალი აღარ იყოს.

პაკისტანის პრეზიდენტ, ფერვეზ მუშარაფის ვარაუდით, ოსამა ბინ ლადენი შესაძლოა ცოცხალი აღარ იყოს.
ბინ ლადენი, ალბათ, შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო კამპანიის დროს, თირკმლის დაავადებით გარდაიცვალა. როგორც პრეზიდენტმა მუშარაფმა დღეს, ამერიკული ტელეკომპანია “CNN”-თან ინტერვიუში განაცხადა, მისთვის ცნობილია, რომ ბინ ლადენმა ავღანეთს ორი დიალიზატორი აჩუქა, რომელთაგან ერთი თვით ბინ-ლადენისთვის იყო განკუთვნილი. ვაშინგტონში თეთრი სახლის პრესმდივან, არი ფლაიშერის განცხადებით, შეერთებული შტატებისთვის უცნობია, ცოცხალია თუ არა, ან სად არის ბინ ლადენი.
უკვე დიდი ხანია, დადის ხმები ბინ ლადენის ავადმყოფობის შესახებ - ყველაზე ხშირად ასახელებენ თირკმელებისა და გულის დაავადებებს. მაგრამ ყველა ეს ცნობა დაუდასტურებელი რჩება. ბინ ლადენი 44 წლისაა, და ბოლო ვიდეოჩანაწერზე, 26 დეკემბერს, დაღლილი და ავადმყოფი ჩანდა.
XS
SM
MD
LG