Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის წარმომადგენელი, მიხაელ შტაინერი, კოსოვოში


გერმანიის წარმომადგენელი, მიხაელ შტაინერი, კოსოვოში გაეროს მისიის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა.

გერმანიის წარმომადგენელი, მიხაელ შტაინერი, კოსოვოში გაეროს მისიის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა.
თავის დროზე შტაინერი ჩეხეთის რესპუბლიკაში გერმანიის ელჩად მუშაობდა, შემდეგ კი საერთაშორისო საკითხებში გერმანიის კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის მრჩეველი იყო. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მიესალმნენ კოსოვოში გაეროს მისიის ხელმძღვანელად შტაინერის დანიშვნას და მისიას მოუწოდეს, უფრო აქტიურად ებრძოლოს კოსოვოში ორგანიზებული დანაშაულის გავრცელებასა და იარაღის კონტრაბანდას.
XS
SM
MD
LG