Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში რუსეთის ერთი სამხედრო მოსამსახურე


ჩეჩნეთში რუსეთის ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოთხი დაიჭრა გროზნოში მომხდარი შეტაკების შედეგად.

ჩეჩნეთში რუსეთის ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოთხი დაიჭრა გროზნოში მომხდარი შეტაკების შედეგად.
ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს მონაცემებით, სამხედრო გუშაგი შეეცადა შემოწმებისთვის გაეჩერებინა ავტომანქანა, მაგრამ მასში მყოფმა ადამიანებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხედროებს. შეტაკებაში დაიღუპა მანქანის ორი მგზავრიც. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იტყობინება, ჩეჩნეთის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გრძელდება რუსეთის ჯარების სპეცოპერაციები. ახლახანს კატაიამის რაიონში მოწყობილი ე.წ. ”წმენდის” შედეგად დაკავებულია 12 ადამიანი. ჩეჩენ მებრძოლთა ძებნის ოპერაციები ტარდება აგრეთვე სოფელ ალხან-იურტში. სოფელი მთლიანად ბლოკირებულია. მასში შეზღუდულია გადაადგილება.
XS
SM
MD
LG