Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარის სარდალი


ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარის სარდალი, გენერალი ტომ ფრენკსი შუა აზიის ქვეყნებში ხუთდღიანი მოგზაურობის ბოლოს ტაჯიკეთში ჩავიდა.

ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარის სარდალი, გენერალი ტომ ფრენკსი შუა აზიის ქვეყნებში ხუთდღიანი მოგზაურობის ბოლოს ტაჯიკეთში ჩავიდა.
გენერალმა ფრენკსმა გაიმეორა უკვე არაერთხელ დადებული პირობა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს შუა აზიაში პერმანენტული სამხედრო ბაზების შექმნას, ან რეგიონში რუსეთის ინტერესებთან დაპირისპირებას. მაგრამ, ფრენკსის სიტყვებით, შეერთებული შტატები და მისი მოკვაშირეები აპირებენ ”ობიექტების” შექმნას შუა აზიაში, ავღანეთთან მისასვლელის გასანაღდებლად. რეგიონში შეერთებული შტატების გააქტიურების გამო არაერთი რუსი გენერალი გამოთქვამს შეშფოთებას და მოითხოვს ავღანეთში სამხედრო კამპანიის დამთავრებისთანავე რეგიონიდან ყველა დასავლელი ჯარისკაცის გასვლას. ფრენკსის თქმით, სამხედრო ოპერაცია ავღანეთში შესაძლოა თვეები გაგრძელდეს, მაგრამ ჯერ ნათელი არ არის, რამდენი თვე.
XS
SM
MD
LG