Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსეთის


აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის არსებული ფორმატით გაგრძელებაზე თბილისი არ დათანხმდება.

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის არსებული ფორმატით გაგრძელებაზე თბილისი არ დათანხმდება.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის წინადადებაა, გაფართოვდეს სამშვიდობო ძალების მანდატი და უსაფრთხოების ზონამ მოიცვას, სულ ცოტა, გალის რაიონის ტერიტორია. ამასთან, მშვიდობისდამცველებმა უნდა უზრუნველყონ იქ დაბრუნებული მოსახლეობის უსაფრთხოება. მენაღარიშვილის თქმით, “გარკვეული ძალები” კონფლიქტის ესკალაციით დაინტერესებული არიან. რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატს ვადა გასული წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. შარშან, 11 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ქვეყნიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ.
XS
SM
MD
LG