Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ აფხაზეთის


ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა ამ ეტაპზე გამართლებული არ იქნებოდა.

ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა ამ ეტაპზე გამართლებული არ იქნებოდა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დასძინა, ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას აცნობა, რომ მზად არის გაიყვანოს სამშვიდობო ძალები, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ედუარდ შევარდნაძემ მხარი დაუჭირა რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის გადასინჯვას და მისიის გაფართოებას აფხაზეთის სიღრმეში, მდინარე ღალიძგამდე. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 1 მარტისთვის, ალმა-ათაში დაგეგმილი დსთ-ის მორიგი სამიტის მონაწილეები მხარს დაუჭერენ სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის ამგვარად შეცვლას.
XS
SM
MD
LG