Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ნინო ბურჯანაძე


საქართველოს პარლამენტის სპიკერი ნინო ბურჯანაძე, ორდღიანი ვიზიტით ეწვია ბაქოს.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ნინო ბურჯანაძე, ორდღიანი ვიზიტით ეწვია ბაქოს.
დღეს იგი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვილაიათ გულიევს შეხვდა. ბურჯანაძის ვიზიტს გულიევმა “დროული” უწოდა და დასძინა, რომ ამ ფაქტს იგი საქართველო-აზერბაიჯანის მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში განიხილავს. როგორც გულიევმა აღნიშნა, სტაბილურობის მიღწევა აუცილებელია სამხრეთი კავკასიის რეგიონის ყველა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით. “მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების მოგვარება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მიღწევის მთავარი პირობააო” – განაცხადა ვილაიათ გულიევმა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას.
XS
SM
MD
LG