Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გაიმეორა


შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე დაკავებულ ალყაიდელებსა და თალიბებს არ მიენიჭებათ სამხედრო ტყვეების სტატუსი.

შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე დაკავებულ ალყაიდელებსა და თალიბებს არ მიენიჭებათ სამხედრო ტყვეების სტატუსი.
ამასთანავე, როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, არი ფლაიშერმა დასძინა, დაკავებულებს კვლავაც ჰუმანურად და ჟენევის კონვენციის შესაბამისად მოეპყრობიან. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერები ვაშინგტონს მოუწოდებენ, დატყვევებულ თალიბებსა და ალყაიდელებს სამხედრო ტყვეების სტატუსი მიანიჭოს.
XS
SM
MD
LG