Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმერ რუშაილო რუსეთისა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის შესახებ ოქმს ხვალ მოაწერენ ხელს.

საქართველდოს პრეზიდენტთან ეუდუარდ შევარდნაძესთან კრწანისის რეზიდენციაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ვლადიმირ რუშაილომ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში სტრატეგიული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ნარკოტიკულ ტვირთბრუნვასთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ იმსჯელეს.
რუშაილოს განცხადებით, ხვალისათვის ექსპერტები ოქმზე მუშაობას დაასრულებენ და მხარები დოკუმენტს ხელს მოაწერენ. რუშაილოს შეფასებით, ოქმი რუსეთისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის ურთიერთობის მყარი საფუძველი იქნება და მას გეგმიურ დინამიკას შესძენს.

XS
SM
MD
LG