Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალტიის სახელმწიფოებში უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირის


ბალტიის სახელმწიფოებში უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ათწლიან პერიოდს ევროკავშირის ახალი წევრებისთვის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების გამოყოფამდე.

ბალტიის სახელმწიფოებში უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ათწლიან პერიოდს ევროკავშირის ახალი წევრებისთვის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების გამოყოფამდე.
ესტონეთის პრეზიდენტმა, არნოლდ რუუტელმა გეგმას უსამართლო უწოდა და აღნიშნა, რომ კანდიდატ ქვეყნებს არ შეექმნებათ კონკურენციის თანაბარი პირობები. ხოლო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრის კესტერსის თქმით, ლატვია კანდიდატი ქვეყნებისათვის სასურველად არ მიიჩნევს ევროკავშირის მეორეხარისხოვან წევრებად ქცევას. ევროკომისიამ გუშინ გამოაცხადა, რომ ფერმერები ახალ წევრ ქვეყნებში უნდა მოელოდნენ თავდაპირველად შეღავათების 25 პროცენტს, რომელიც ყოველ წელს გაიზრდება და 2013 წელს 100 პროცენტს მიაღწევს. ევროკავშირის წინადადება გააკრიტიკეს უნგრეთმა და პოლონეთმაც. ვარშავამ მას ”სრულიად არადამაკმაყოფილებელი” უწოდა.
XS
SM
MD
LG