Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის მეფე აბდულას აზრით, ისრაელიც


იორდანიის მეფე აბდულას აზრით, ისრაელიც და პალესტინელებიც დაიღალნენ ძალადობით

იორდანიის მეფე აბდულას აზრით, ისრაელიც და პალესტინელებიც დაიღალნენ ძალადობით
და ბოლოს მაინც შეეცდებიან პოლიტიკური გზით ძალადობისთვის ბოლოს მოღებას და მშვიდობის დამყარებას. ამის შესახებ აბდულამ ხუთშაბათს ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადა, სადაც შეხვდა სახელმწიფო მდივანს, კოლინ პაუელს. მათ ახლო აღმოსავლეთთან და ტერორიზმის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
მეფე აბდულას თქმით, შეერთებული შტატები და იორდანია ცდილობენ, ხელი შეუწყონ ჩიხში მოქცეული სამშვიდობო პროცესის განახლებას. ხოლო კოლინ პაუელმა აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია ისრაელსა და პლაესტინელებს შორის ამერიკელების აქტიური შუამავლობის განახლება. იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, არიელ შარონმა ხუთშაბათს გამოქვეყნებულ საგაზეთო ინტერვიუში აღნიშნა, რომ არაფატს ჯერ კიდევ შეუძლია გახდეს სამშვიდობო პარტნიორი, თუ აღკვეთს პალესტინელი ექსტრემისტების მოქმედებას.
XS
SM
MD
LG