Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ექსპერტებს აგზავნის საქართველოში სათანადო ზომების მისაღებად იმასთან დაკავშირებით,

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ექსპერტებს აგზავნის საქართველოში სათანადო ზომების მისაღებად იმასთან დაკავშირებით,
რომ გასული წლის ბოლოს მეტყევეებმა წალენჯიხის რაიონში ნახეს ორი კონტეინერი, რომლებშიც რადიოაქტიური ნივთიერება სტრონციუმ-90 აღმოჩნდა. ამ სამმა მეტყევემ ძლიერი რადიოაქტიური დასხივება მიიღო. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს; ერთი მათგანის მდგომარეობა – კრიტიკულია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკელი, რუსი, ფრანგი და გერმანელი ექსპერტები საქართველოში ხუთშაბათს ჩავლენ.
XS
SM
MD
LG