Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლები მარტში


რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლები მარტში გამართავენ მოლაპარაკებას კურილის 4 კუნძულის თაობაზე, რომლის დაბრუნებას იაპონია მოითხოვს.

რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლები მარტში გამართავენ მოლაპარაკებას კურილის 4 კუნძულის თაობაზე, რომლის დაბრუნებას იაპონია მოითხოვს.
შეთანხმება შაბათს იქნა მიღწეული ტოკიოში რუსეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრების: იგორ ივანოვისა და იორიკო კავაგუჩის შეხვედრაზე. საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, დღევანდელ მოლაპარაკებებზე მხარეებმა ვერ მიაღწიეს პროგრესს საკამათო საკითხში, თუ ვის ეკუთვნის კურილის ოთხი კუნძული, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს დაიკავა საბჭოთა ჯარმა. შეხვედრაზე, ტოკიოში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ამასთანავე ერთობლივ განცხადებას, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს ეხება.
XS
SM
MD
LG