Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთ ”უოლ სტრიტ ჯორნალის” ჟურნალისტები


გაზეთ ”უოლ სტრიტ ჯორნალის” ჟურნალისტები კვლავაც იმედოვნებენ, რომ მათი კოლეგა დანიელ პერლი, რომელიც გასულ კვირაში გაიტაცეს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, ცოცხალია.

გაზეთ ”უოლ სტრიტ ჯორნალის” ჟურნალისტები
კვლავაც იმედოვნებენ, რომ მათი კოლეგა დანიელ პერლი, რომელიც გასულ კვირაში გაიტაცეს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, ცოცხალია.
ჟურნალისტებს არასარწმუნოდ მიაჩნიათ უკანასკნელი ცნობები დანიელ პერლის ბედის შესახებ. პარასკევს, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ წერილი მიიღო ელექტრონული ფოსტით პერლის გარდაცვალების შესახებ. იმავე დღეს უცნობმა პირმა ამერიკის საკონსულოს დაურეკა კარაჩიში და ჟურნალისტის გამოსასყიდი 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. ისლამისტ ექსტრემისტთა დაჯგუფება, რომელმაც დანიელ პერლი გაიტაცა, მისი მოკვლით იმუქრება, თუ არ გაათავისუფლებენ პაკისტანელ ისლამისტებს, რომლებიც ავღანეთში დააკავეს ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა. პერლის ადგილსამყოფელის მისაკვლევად ასობით პაკისტანელი პოლიციელია მობილიზებული, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
XS
SM
MD
LG