Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამბოჯის მმართველმა სახალხო პარტიამ დღევანდელ


კამბოჯის მმართველმა სახალხო პარტიამ დღევანდელ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა დედაქალაქ პნომპენის უდიდეს ნაწილში.

კამბოჯის მმართველმა სახალხო პარტიამ დღევანდელ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა დედაქალაქ პნომპენის უდიდეს ნაწილში.
დედაქალაქის მერ, ჩეა სოფარას განცხადებით, ოპოზიციურმა სამ რეინზის პარტიამ მხოლოდ 6 რაიონში გაიმარჯვა. ხელი მოეცარა მონარქისტულ პარტიას. მიმომხილველები ვარაუდობდნენ, რომ მმართველი პარტია წარმატებას მოიპოვებდა, მაგრამ არ ეგონათ, რომ მონარქისტული პარტია ასეთ მარცხს განიცდიდა. პარტიის ლიდერს, პრინც ნოროდომ რანარიდს ხმების დაახლოებით 40 პროცენტის მოპოვების იმედი ჰქონდა. მთელი ქვეყნის ფარგლებში 75 ათასი კანდიდატი ლამობს 1621 სათვისტომოს მმართველ საბჭოებში მოხვედრას.
XS
SM
MD
LG