Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხავიერ სოლანა ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ


ხავიერ სოლანა ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პერლის გამტაცებლებს მისი გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.

ხავიერ სოლანა ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პერლის გამტაცებლებს მისი გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.
პერლი გაზეთ ”უოლ სტრიტ ჯორნალის” თანამშრომელია და პაკისტანში რეპორტაჟებზე მუშაობდა, როცა ამ ორი კვირის წინ გასამხედროებული ისლამური დაჯგუფების ხელში ჩავარდა. დაჯგუფება, რომელმაც მისი გატაცების პასუხისმგებლობა იკისრა, მოითხოვს ავღანეთში დაპატიმრებული ყველა პაკისტანელის გათავისუფლებას და წინააღმდეგ შემთხვევაში პერლის მოკვლით იმუქრება. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა, ხავიერ სოლანამ აღნიშნა, პერლის გამტაცებლები თავიანთ მოთხოვნებს ყველაზე დამაჯერებლად პერლის გათავისუფლებით გაამართლებენ. ამასობაში პაკისტანში სინდჰის პროვინციის ერთ-ერთმა ლიდერმა გამოაცხადა, რომ პოლიცია, სავარაუდოდ, სულ რამდენიმე დღეში მიაგნებს პერლს.
XS
SM
MD
LG