Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსი ჰამიდ


ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსი ჰამიდ კარზაი დღეს ქაბულში პუშტუნების ურთიერთმოქიშპე ფრაქციათა წარმომადგენლებს შეხვდა.

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსი ჰამიდ კარზაი დღეს ქაბულში პუშტუნების ურთიერთმოქიშპე ფრაქციათა წარმომადგენლებს შეხვდა.
ეს ფრაქციები ვერ შეთანხმებულან იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა გახდეს პაქტიის პროვინციის გუბერნატორი. ამ პროვინციის დედაქალაქ გარდეზში გასულ კვირაში მომხდარმა შეტაკებებმა 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ადგილობრივი ტომების ბელადები და საველე მეთაურები არ უშვებენ გარდეზში ჰამიდ კარზაის მიერ დანიშნულ გუბერნატორს - ფადშა ხან ზადრანს. გუბერნატორის მთავარმა მეტოქემ, საველე მეთაურმა ჰაჯი საფიულამ განაცხადა, რომ პროვინციის ხელმძღვანელად აღიარებს დროებითი ადმინისტრაციის ნებისმიერ კანდიდატს, ზადრანის გარდა. როგორც დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აცნობეს ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ჰამიდ კარზაი ალბად მოხსნის ფადშა ხან ზადრანის კანდიდატურას. ამასობაში იუწყებიან, რომ გუშინ ქალაქ ყანდაარის მახლობლად ავღანეთის დროებით ადმინისტრაციას ჩაბარდა თალიბების დამხობილი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოლა აბდულ ვაქილ მუთავაქილი. იგი, ამერიკელ სამხედროებს გადასცეს დასაკითხად.
XS
SM
MD
LG