Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა განაცხადა


ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი.

ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი.
ჰუსეინმა ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბულენთ ეჯევითისადმი გაგზავნილ წერილობით მიმართვაში განაცხადა. ჰუსეინმა მოუწოდა ამასთანავე თურქეთს, ერაყთან მიმართებაში "ბრძნული და ზომიერი პოზიცია" დაიკავოს. ორშაბათს ბაღდადმა განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკება დაიწყოს გაეროსთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი, ერაყში, განიარაღების საერთაშორისო კომისიის დაბრუნებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG