Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის სახელმწიფოთა სპეცსამსახურები საკმაოდ დიდ


უცხოეთის სახელმწიფოთა სპეცსამსახურები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ სადაზვერვო სამუშაოზე საქართველოს მოქალაქეთა მისაზიდად

უცხოეთის სახელმწიფოთა სპეცსამსახურები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ სადაზვერვო სამუშაოზე საქართველოს მოქალაქეთა მისაზიდად
– ამ შინაარსის განცხადება მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ. მისი თქმით, სამინისტროს შესაბამისმა უწყებამ კონტროლზე აიყვანა უცხოეთის სპეცსამსახურების 62 აგენტი. ხაბურძანიამ აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო მნიშვნელოვან ქვეყნად ითვლება და ამიტომ უცხოეთის სპეცსამსახურებს საქართველოსთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია აინტერესებთ. მინისტრს არ დაუსახელებია ის ქვეყნები, რომლებიც სხვებზე ინტენსიურად არიან დაკავებული სადაზვერვო საქმიანობით.
XS
SM
MD
LG