Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ვიზიტად მყოფმა სომხეთის საგარეო

თბილისში ვიზიტად მყოფმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვართან ოსკანიანმა, და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას სომხეთისადმი საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ.

მეზობელი ქვეყნისადმი საქართველოს ვალი 16 მილიონ დოლარს შეადგენს. შეთანხმება ვალის 20 წლით რესტრუქტურიზებას ითვალისწინებს, ანუ ამ პერიოდის შემდეგ დაიწყება ვალის გადახდა სამპროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად აქამდე არსებული 20 პროცენტისა. ხსენებული 16 მილიონის გარდა, საქართველოს სომხეთისა კიდევ 4 მილიონი დოლარი ჰმართებს. ეს თანხა მიღებული ელექტროენერგიის საფასურია და დღეს ხელმოწერილ დოკუმენტში მასზე საუბარი არ ყოფილა. დღესვე, უფრო ადრე, ვართან ოსკანიანი საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ მიიღო.
XS
SM
MD
LG