Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის კანცლერის, ვოლფგანგ შიუსელის განცხადებით


ავსტრიის კანცლერის, ვოლფგანგ შიუსელის განცხადებით, ჩეხეთის ქალაქ ტემელინის ატომური ელექტროსადგურის გარშემო წარმოშობილი უთანხმოება ევროპის კავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანებამდე უნდა მოგვარდეს.

ავსტრიის კანცლერის, ვოლფგანგ შიუსელის განცხადებით, ჩეხეთის ქალაქ ტემელინის ატომური ელექტროსადგურის გარშემო წარმოშობილი უთანხმოება ევროპის კავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანებამდე უნდა მოგვარდეს.
ევროკავშირში ჩეხეთის მიღებას 2004 წლისთვის ვარაუდობენ. მადრიდში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, ხოსე მარია ასნართან ერთად მოწყობილ პრესკონფერენციაზე, შიუსელმა რწმენა გამოთქვა, რომ ჩეხეთი სიტყვას შეასრულებს და დამატებით თანხებს გაიღებს ტემელინის სადგურზე უსაფრთხოების პირობების გასაუმჯობესებლად. დღესვე, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, პიერ მუსკოვისიმ, მხარი დაუჭირა წინადადებას, შემუშავებულ იქნეს ევროპის კავშირში შესვლის მკაფიო გრაფიკი ბულგარეთისა და რუმინეთისთვის. თუმცა, ფრანგი მინისტრის თქმით, მას კარგად ესმის, რომ ეს ქვეყნები მზად არ არიან საიმისოდ, რათა კავშირში “პირველივე ტალღაში” გაწევრიანდნენ.
XS
SM
MD
LG