Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთი ავღანეთის პაქტიის პროვინიციას ახალი


აღმოსავლეთი ავღანეთის პაქტიის პროვინიციას ახალი გუბერნატორი ჰყავს.

აღმოსავლეთი ავღანეთის პაქტიის პროვინიციას ახალი გუბერნატორი ჰყავს.
პროვინციის დედაქალაქ გარდეზში დღეს ერთგულების ფიცი დადო ტაჯ მოჰამად ვარდაკმა, რომელმაც გუბერნატორის პოსტზე ფაჯა ხან ზადრანი შეცვალა. ამ უკანასკნელის დანიშვნას რეგიონში ცხარე დაპირისპირება და შეტაკებები მოჰყვა. როგორც ვარდაკმა დღეს ჩვენს რადიოს უთხრა, სავარაუდოა, რომ პროვინციაში დაპირისპირებული დაჯგუფებები არ გამოთქვამენ პროტესტს მის გუბერნატორად დანიშვნის გამო. ვარდაკის თქმით, დღეს ზადრანის მებძროლების მხრივ უგუნურობა იქნებოდა ახალ ლიდერთან დაპირისპირება: [ვარდაკის ხმა]”ისინი არ შეეწინაღმდეგებიან შარიათს, ყურანის კანონებს და უთუოდ დაემორჩილებიან ცენტრალური მთავრობის წესებს.” ასევე ავღანეთიდან მოსული ინფორმაციით, ქალაქ ყანდაჰარის მახლობლად ხანძარი გაჩნდა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია. წუხელ ბაზაზე ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა შეიარაღებულ პირთა თავდასხმისას. დღესვე ავღანეთის დროებითმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ შექმნის საგანგებო სასამართლოს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც ცილისწამებითა და მექრთამეობაში დაუსაბუთებელი დადანაშაულებით არღვევენ ქვეყნის ახალ კანონს მასმედიის შესახებ.
XS
SM
MD
LG