Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგაში დასრულდა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის

ჰააგაში დასრულდა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი. მილოშევიჩმა სხდომაზე განაცხადა, რომ გეგმავს ბილ კლინტონის და სხვა დასავლელი - მოქმედი და ყოფილი - სახელმწიფო პირების მოწმეებად მიწვევას.

მილოშევიჩს ასამართლებს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალად წოდებული უწყება, რომელიც გაეროს ეგიდით მოქმედებს. მილოშევიჩს ბრალად ედება გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები, მას სულ 66 ბრალდება წაუყენეს.
მილოშევიჩი დღეს თავის დაცვას განაგრძობდა, მან ნატოს ბრალად დასდო, რომ ალიანსი მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავდა და რომ ეთნიკური ალაბნელების გაქცევას იუგოსლავიის წინააღმდეგ საჰაერო ომისთვის იყენებდა.
[მილოშევიჩის ხმა] “ალბანელების მიგრაცია კოსოვოდან კლინტონის ადმინისტრაციისთვის სტრატეგიულად მნივშნელოვანი იყო, რათა მასმედიისა და საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა მოეპოვებინა, იმის გასამართლებლად, რასაც სჩადიოდნენ”.
მას მერე რაც მილოშევიჩი თავის დაცვას დაასრულებს” მოწმეებს დაიბარებენ.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ დღეს მოითხოვა, რომ სასამართლოს ხანგძლივობა შეიზღუდოს.

XS
SM
MD
LG