Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დააპატიმრეს ოთხი მამაკაცი, რომლებიც


ავღანეთში დააპატიმრეს ოთხი მამაკაცი, რომლებიც ამ ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის მინისტრის, აბდულ რაჰმანის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი.

ავღანეთში დააპატიმრეს ოთხი მამაკაცი, რომლებიც ამ ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის მინისტრის, აბდულ რაჰმანის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი.
კიდევ სამი მაღალი თანამდებობის მოხელე - დაზვერვის, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროთა თანამშრომლები – მოხსნეს და მათზე ძებნაა გამოცხადებული. საუდის არაბეთის მთავრობამ დახმარება აღუთქვა ქაბულს მკვლელების ძებნაში. გამოძიება ვარაუდობს, რომ ეს სამი პირი საუდის არაბეთში გაიქცა. აბდულ რაჰმანი ხუთშაბათს დაიღუპა ქაბულის აეროპორტში. ადრე იუწყებოდნენ, რომ იგი თითქოს მექაში მიმავალი ავიარეისის შეყოვნებით უკმაყოფილო მორწმუნეებმა მოკლეს. ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ დღეს განაცხადა, რომ სინამდვილეში, მკვლელობა, ავიაციის მინისტრის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების შედეგია. მკვლელობაში ეჭვმიტანილები, ორგანიზაცია ”შურა-ი-ნაზარის” წევრები არიან. ეს ორგანიზაცია, თალიბებთან მიმდინარე ომის დროს, ჩრდილოეთის ალიანსის შემადგენლობაში შედიოდა. ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმად შაჰ მასუდი – გასულ სექტემბერს მოკლეს ტერორისტებმა.
XS
SM
MD
LG