Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი და საუდის არაბეთი მექაში


ბრიტანეთი და საუდის არაბეთი მექაში პილიგრიმობის სურვილის მქონე მაჰმადიან მორწმუნეთათვის გააგზავნის ავღანეთში, ქაბულში თვითმფრინავებს, თითოეული ოთხ-ოთხს.

ბრიტანეთი და საუდის არაბეთი მექაში პილიგრიმობის სურვილის მქონე მაჰმადიან მორწმუნეთათვის გააგზავნის ავღანეთში, ქაბულში თვითმფრინავებს, თითოეული ოთხ-ოთხს.

ქაბულის აეროპორტში უკვე ერთი კვირაა მაჰმადიან პილიგრიმებს არ ეძლევათ საშუალება მექაში გაფრენისა. ხუთშაბათს, აეროპორტში ავღანეთის ავიაციის და ტურიზმის მინისტრი ცემით მოკლა პილიგრიმების ჯგუფმა. საქმე ჯერჯერობით გაუხსნელია, ავღანეთის მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი მკვლელობას შემთხვევად არ მიიჩნევს და დამნაშავეებს დასჯით ემუქრება.
ავღანეთში ამასობაში სისხლი იღვრება. აღმოსავლეთ ნაწილში, ხოსნის მახლობლად, შეერთებული შტატების ჯარმა ბომბები ჩამოყარა, რათა ბოლო მოეღო პაშტუნების ჯგუფის და გურბეზის მხარის წარმომადგენელთა შეტაკებისათვის.
ჩრდილეთში, ქალაქ მაზარ ი შარიფთან, 30-მდე ჯარისკაცი დაიჭრა უზბეკი და ტაჯიკი ავღანელების შეტაკების შედეგად.

XS
SM
MD
LG