Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა


რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა დღეს მურმანსკში განაცხადა, რომ გამოძიებითი სამუშაოები ატომურ წყალქვეშა ნავ ”კურსკზე” – დამთავრებულია.

რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა დღეს მურმანსკში განაცხადა, რომ გამოძიებითი სამუშაოები ატომურ წყალქვეშა ნავ ”კურსკზე” – დამთავრებულია.
უსტინოვმა უარი თქვა დაესახელებინა ”კურსკის” ჩაძირვის მიზეზები, და დაძინა მხოლოდ, რომ გამოძიებას, კატასტროფის სულ ცოტა სამი ვერსია მიაჩნია კვლავინდებურად სარწმუნოდ. მისივე თქმით, პროკურატურის თანამშრომლებმა დაადგინეს სერიოზული დარღვევები, რაც ”კურსკის” ეკიპაჟმა და ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობამ დაუშვეს ორიათასი წლის აგვისტოში ჩატარებული სამხედრო-საზღვაო მეცადინეობის დროს. დღესვე, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდალმა ვლადიმირ კუროელოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ”კურსკის” კატასტროფა შესაძლოა ერთ-ერთ ტორპედოში საწვავის აფეთქებით იყოს გამოწვეული. ატომური წყალქვეშა ნავი”კურსკი” 2000 წლის 12 აგვისტოს ჩაიძირა ბარენცის ზღვაში. მასში მყოფი ყველა, 118-ვე მეზღვაური – დაიღუპა.
XS
SM
MD
LG