Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში პალესტინელთა ტერიტორიებზე


განვლილი დღე-ღამის განმავლობაში პალესტინელთა ტერიტორიებზე სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა პალესტინელთა ტერორისტული თავდასხმებისა და ისრაელის საპასუხო სამხედრო აქციათა შედეგად.

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში პალესტინელთა ტერიტორიებზე სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა პალესტინელთა ტერორისტული თავდასხმებისა და ისრაელის საპასუხო სამხედრო აქციათა შედეგად.
ისრაელი სამხედროების ცნობით, ღაზის სექტორის ქალაქ ტულკარმში პალესტინელებმა 2 ებრაული მოსახლე მოკლეს. დღესვე, ისრაელის შვეულმფრენმა რაკეტა ესროლა ექსტრემისტული დაჯგუფების "ჰამასის" შტაბ-ბინას ქალაქ ღაზაში. "ჰამასის" 2 აქტივისტი - დაიღუპა, რამდენიმე პალესტინელი - დაიჭრა. დღეს დილით, ღაზის სექტორში ისრაელის ტანკებმა პალესტინელთა სოფელ ხან-იუნისსა და ქალაქ ნაბლუსის მახლობლად მდებარე ლტოლვილთა ბანაკს დაუშინა ცეცხლი. პალესტინელები აცხადებენ, რომ სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG