Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს ცნობით


აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს ცნობით, დღეს დაიწყო 6 ისლამისტის სასამართლო პროცესი, რომლებიც ამერიკის საელჩოზე, ბაქოში, ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი.

აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს ცნობით, დღეს დაიწყო 6 ისლამისტის სასამართლო პროცესი, რომლებიც ამერიკის საელჩოზე, ბაქოში, ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი.
ბრალდება ამტკიცებს, რომ 5 აზერბაიჯანელი და უკრაინის 1 მოქალაქე – აკრძალულ ისლამისტურ ორგანიზაცია ”ჰიზბუთ-თაჰრირთან” არიან კავშირში. ამ დაჯგუფების წევრებმა ამას წინათ გაავრცელეს პროკლამაციები, რომლებშიც მძაფრადაა დაგმობილი ავღანეთში მიმდინარე ანტი-ტერორისტული კამპანია. ექვსივე – იანვარში დააპატიმრეს. გამოძიებამ განაცხადა, რომ დაპატიმრებულთა ბინებში პოლიციელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა, მისი დამზადების სახელმძღვანელოები ექსტრემისტული ლიტერატურა ნახეს.
XS
SM
MD
LG