Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეერთებულმა


სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აღნიშნა საქართველოს ტერიტორიაზე მოჯახედების ყოფნის შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აღნიშნა საქართველოს ტერიტორიაზე მოჯახედების ყოფნის შესახებ.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანი რიჩარდ ბაუჩერი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აღნიშნა, რომ ”მოჯახედები, ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ცდილობენ”. ამის შესახებ ბაუჩერმა ვაშინგტონში განაცხადა პრეს-კონფერენციაზე, როცა კომენტარი გაუკეთა გავრცელებულ ინფორმაციას პანკისის ხეობაში ამერიკა-რუსეთის ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის შესაძლო ჩატარების შესახებ. ბაუჩერმა თქვა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხსენებულ რეგიონში შეერთებული შტატები და რუსეთი რაიმე ერთობლივი ღონისძიებისათვის ემზადებიან.
”პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარება უკვე კარგა ხანია აწუხებს ვაშინგტონს”-განაცხადა, ბაუჩერმა. მისივე თქმით, ”ადრე, შეერთებული შტატები ბევრს მუშაობდა საქართველოსთან საზღვრების უსაფრთხოების საკითხზე და ამ რეგიონში სასაზღვრო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნისათვის დახმარების გაწევას ცდილობდა, რაც მომავალშიაც გაგრძელდება”. ”შეერთებული შტატები საქართველოს ანტიტერორისტულ მზადებაშიაც დაეხმარება”-დასძინა რიჩარდ ბაუჩერმა.
XS
SM
MD
LG