Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ განაცხადა, რომ გერმანიის ჟურნალ ”შპიგელის” ხელმძღვანელობამ უარყო რუსეთის ელექტრონული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჟურნალის 18 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში გერმანიის დაზვერვის ფედერალური სამსახურის უფროსმა აუგუსტ ჰანინგმა საქართველოს ხელისუფლება ”ალ-ყაიდასთან” კავშირში დაადანაშაულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ განაცხადა, რომ გერმანიის ჟურნალ ”შპიგელის” ხელმძღვანელობამ უარყო რუსეთის ელექტრონული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჟურნალის 18 თებერვლის
ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში გერმანიის დაზვერვის ფედერალური სამსახურის უფროსმა აუგუსტ ჰანინგმა საქართველოს ხელისუფლება ”ალ-ყაიდასთან” კავშირში დაადანაშაულა
და ამის გამო დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით დაემუქრა თბილისს.
როგორც სიხარულიძემ აღნიშნა პარასკევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, საქართველოს ელჩი გერმანიაში დაუკავშირდა ”შპიგელის” ხელმძღვანელობას, რომლისაგანც შეიტყო, რომ ჟურნალში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჰანინგი ”ერთი სიტყვითაც არ ახსენებს საქართველოს და აღნიშნულ თემას არ ეხება საერთოდ”.

XS
SM
MD
LG