Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი “სახიფათო მოვლენას” უწოდებს


საქართველოს პრეზიდენტი “სახიფათო მოვლენას” უწოდებს განათლების სისტემაში პოლიტიკური დაპირისპირების ელემენტების შეტანას.

საქართველოს პრეზიდენტი “სახიფათო მოვლენას” უწოდებს განათლების სისტემაში პოლიტიკური დაპირისპირების ელემენტების შეტანას.
გასულ კვირას ფილარმონიასა და ოპერის თეატრში ერთდროულად გაიმართა პედაგოგთა შეკრებები, რომელთაგან ერთი განათლების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო მეორეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ. ამ შეკრების მონაწილე პედაგოგებმა განათლების მინისტრის გადაგომა მოითხოვეს. როგორც ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა, იგი თვალყურს ადევნებდა განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეკრებას, რომელზეც გაიმართა საქმიანი მსჯელობა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის თაობაზე. პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა განათლების მინისტრს, ალექსანდრე კარტოზიას, და აღნიშნა, რომ ამ სფეროს ღირსეული ხელმძღვანელი ჰყავს.
XS
SM
MD
LG