Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ


ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი ინდოეთში იმყოფება ორდღიან ვიზიტად და ამ ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკებას მართავს.

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი ინდოეთში იმყოფება ორდღიან ვიზიტად და ამ ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკებას მართავს.
ის ხვალ ინდოეთში ჩასულ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეკ სტროსაც შეხვდება.
ინდოეთს ავღანეთთან ახლო კულტურული და ისტორიული კავშირი აქვს. ეს ქვეყანა ჩრდილოეთის ალიანს ემხრობოდა თალიბებთან ბრძოლაში. კარზაიმ ინდოელ ბიზნესმენებთან საუბარში თქვა, რომ ავღანეთის ღიაა საქმოსნებისთვის.
კარზაი ინდოეთში ჩავიდა ირანიდან, სადაც ხელშეკრულება გააფორმა ტერორიზმის და ნარკოტიკების ტრანსპორტის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე, ასევე ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG