Accessibility links

ახალი ამბები

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამიდ

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამიდ კარზაი დღეს გამოვიდა მოწოდებით, რომ გაიზარდოს საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტი,

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამიდ კარზაი დღეს გამოვიდა მოწოდებით, რომ გაიზარდოს საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტი,
რომელმაც ავღანეთის სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს, და იგი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იქნეს განთავსებული. დელიში ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ბეჰარი ვაჯპაისთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას კარზაიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალების მანდატი შეზღუდული იქნება, ვინაიდან ავღანეთი საკუთარ არმიასა და უშიშროების ორგანოებს ქმნის. ვაჯპაიმ აღნიშნა, რომ ინდოეთი მზად არის სამხედრო მოსამსახურეები გაგზავნოს საერთაშორისო კონტინგენტში მონაწილეობის მისაღებად, თუკი ამასთან დაკავშირებით გაეროს მოთხოვნას მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი

15 მაღაროელი დაიღუპა რუსეთში ოქროს საბადოზე ჯებირის გარღვევის შედეგად

სულ მცირე, 15 მაღაროელი დაიღუპა რუსეთის კრასნოიარსკის ოლქში, ოქროს საბადოზე ჯებირის გარღვევის შედეგად, იტყობინება რუსეთის საგანგებო ვითარებათა უწყება.

ძლიერმა წვიმებმა ჯებირის კოროზია გამოიწვია და ის წყალმა გაარღვია. წყლის ნაკადმა, ოთხმეტრიანმა ტალღამ, წაიღო ვაგონები, სადაც მაღაროელები ცხოვრობდნენ. ინციდენტი მოხდა სოფელ შჩეტინკინოსთან, რომელიც ტაიგაში მდებარეობს, ახლომდებარე ქალაქიდან 60 კილომეტრში.

რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თქმით, 14 მაღაროელი საავადმყოფოში მოათავსეს. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა ოქროს საბადოზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო.

RIA-ს ცნობით, ჰიდროტექნიკური ობიექტი - ჯებირი, იყო თვითნაშენი და არ იყო რეგისტრირებული. AFP-ის თანახმად, საბადო ეკუთვნის „სიბზოლოტოს“, რომელსაც კომენტარი ინციდენტის გარშემო არ გაუკეთებია.

ვახტანგ გომელაური: სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ 

ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სოფელ ატოცთან მიმდინარე პროცესების ესკალაციის საფრთხე არ არსებობს და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვითარებას სრულად აკონტროლებს:

. ადმინისტრაციულ ხაზზე. იქ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, კონტროლს ექვემდებარება ჩვეულებრივად, უბრალოდ, ეს ხალხის არშეშვება, ჟურნალისტების, ისევ მათი უსაფრთხოების თემიდან გამომდინარეა.

როგორც საქართველოს პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებთან განმარტა, აბსურდულია მოწინააღმდეგე მხარის განცხადებები იმის შესახებ, თითქოს, გუშინ და გუშინწინ საქართველოს სპეცდანიშნულების, დაზვერვითი ჯგუფები გადავიდნენ ტერიტორიაზე:

„გუშინ და გუშინწინ განცხადებები თუ ნახეთ, რომ თითქოსდა ჩვენი სპეცდანიშნულების ჯგუფები, დაზვერვითი ჯგუფები გადადიან იქ, ზვერავდნენ და მათ რაღაც აღკვეთეს, რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. არანაირი ჩვენი სადაზვერვო ჯგუფები და სპეცდანიშულების რაზმის ჯგუფები გადასვლას არ აპირებდნენ. პირიქით, დაფიქსირებული გვაქვს, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ისინი გადმოვიდნენ რამდენიმე ხნის წინ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისი განმარტებით, რუსული და ოსური მხარე სოფელ ატოცთან ერთი თვის წინ დაყენებულ რკინის ბოძებზე ცხაურებს აკრავს, რის შესახებაც უსაფრთხოების სამსახურმა საქმის კურსში ჩააყენა ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია.

ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზზე განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ხალხს, ჟურნალისტებს ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოების მიზნით არ უშვებენ. .

ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესი 19 ოქტომბერს განახლდა.

ბრიტანეთის პარლამენტი ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის შეთანხმებას განიხილავს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი 19 ოქტომბერს განიხილავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ქვეყანა ევროკავშირიდან უნდა გავიდეს. შეთანხმებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მიაღწია ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან.

თუ შეთანხმებას პარლამენტი მხარს დაუჭერს, 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასასვლელი გზა გახსნილი იქნება.

ჯერ კიდევ არაა ცხადი, მიიმხრობს თუ არა ჯონსონი საკმარის დეპუტატს თემთა პალატაში იმისთვის, რომ შეთანხმება დამტკიცდეს. პრემიერის კონსერვატული პარტია უმცირესობაშია და დასჭირდება ოპოზიციონერი ლეიბორისტების მხარდაჭერა, და, ამასთან, იმ 20 კონსერვატორი კანონმდებლის ხმებიც, რომლებიც ადრე კონსერვატული პარტიიდან გარიცხეს.

შეიძლება არ გაიმართოს შეთანხმების გარშემო კენჭისყრა, თუ დეპუტატები მიიღებენ შესწორებას, რომ შეთანხმება არ შევა ძალაში მანამ, სანამ პარლამენტი არ დაამტკიცებს ყველა კანონს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირიდან ქვეყნის გასასვლელად. ეს პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს.

ამ შემთხვევაში, ბრიტანეთის მედიის თანახმად, ჯონსონი შეთანხმების გამო კენჭისყრას გადადებს და ჯერ საჭირო კანონპროექტების დამტკიცებას შეეცდება.

იგი, ამასთან, მოვალე იქნება, ევროკავშირს ოფიციალურად მოსთხოვოს ბრექსიტის გადავადება.

თურქეთი და სირიელი ქურთები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში

სირიის ჩრდილოეთში, კონფლიქტის ორივე მხარე, თურქეთი და სირიელი ქურთები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. შეთანხმება ანკარაში იქნა მიღწეული აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის შუამავლობით.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ტერორისტებმა“, როგორც ანკარა უწოდებს ქურთ მებრძოლებს, 36 საათის განმავლობაში 14- ჯერ განახოციელეს თავდასხმა. მათი უმეტესობა მოხდა ქალაქ რას ალ-აუნში, თურქეთის საზღვართან. თურქი სამხედროების თქმით, ისინი ზავის პირობებს იცავენ.

როგორც მეთვალყურეები იტყობინებიან, საბრძოლო მოქმედების ინტენსიურობა მნიშვნელოვნად დაბალია.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ მიესალმა ზავს და ტვიტერში დაწერა, რომ შეთანხმებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

თურქეთი დათანხმდა, ხუთი დღით შეჩერებინა საბრძოლო მოქმედება 22 ოქტომბრამდე, იმ პირობით, რომ ქურთთა ძალები საზღვრისპირა 30-კილომეტრიანი ზონიდან გავიდოდნენ. სხვა შემთხვევაში ანკარა განაახლებს ოპერაციას.

სამშაბათს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოანი რუსეთს ეწვევა. რუსეთის სამხედროებმა თურქეთის გააქტიურების და ქურთებისგან მიღებული თანხმობის შემდეგ დაიკავეს ქალაქი მანბიჯი და სხვა ტერიტორიები, რომლებიც ადრე აშშ-ის არმიამ დატოვა.

გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

გიორგი გაბუნია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისი მისამართით დასმული შეკითხვები სხვადასხვა თანხას შეეხებოდა. მისი შეფასებით, გამოძიების მიზანი „მთავარი არხისთვის“ ხელის შეშლა და არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების მცდელობაა:

„პირველ რიგში არის იმის მცდელობა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ, მაგრამ გამოკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

რომ გითხრათ, რომ ჩემ მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ რაიმე რადიკალური ცვლილება შეიტანოს ამ საქმეში, ნამდვილად არა.

გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, „მთავარი არხისთვის“ ხელის შეშლაა გამოძიების მიზანი.

ვინაიდან ვამბობ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ ეს საქმე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გვარამიას ეხებოდა შეკითხვები.

ვერ გეტყვით რაზე დაგვისვეს შეკითხვები, საქმე ეხება სხვადასხვა თანხებს“, - გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ მას ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის პირობაზე, ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა კი განმარტა, რომ გამომძიებლებს გიორგი გაბუნიასთან კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოვალეობას ასრულებდა „რუსთავი 2“- ში და იღებდა თუ არა ანაზღაურებას გაწეულ შრომაში.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურა ბრალს სდებს ქმედებაში, რის გამოც ტელეკომპანიამ ვერ მიიღო 6 763 510 ლარი.

გენერალური პროკურატურა საქმეს იძიებს „რუსთავი 2“-ის ყოფილი მენეჯმენტის მიერ ტელეკომპანიის თანხების შესაძლო მითვისებისა და ქონების გადამალვის შესახებ.

ამავე გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი და „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

ატოცში ბორდერიზაციის განახლებას საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას და მას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს:

„ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის ეს უკანონო მცდელობა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და წვდომას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

უწყების მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში საერთაშორისო პარტნიორები. შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან. ქართულმა მხარემ მათ სთხოვა, ყველა ზომა მიიღონ ადგილზე პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. ინფორმირებულია ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია აგრეთვე მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.

ქარელის რაიონის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 19 ოქტომბერს განაახლეს.

გამგებელი: კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, მინიმუმ ერთი კვირით საცხოვრებლად გამოუსადეგარია

ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის განმარტებით, გურამიშვილის გამზირზე, N 34-ში მდებარე 16-სართულიანი კორპუსი, პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადითაა საცხოვრებლად გამოუსადეგარი. როგორც ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდება დასკვნა, რომ შენობა საცხოვრებლად საშიშია, დაზარალებულებს მერია ქირით გაიყვანს.

კორპუსიდან 77 ოჯახია ევაკუირებული. დაზარალებულებს ბინებში პირველადი მოხმარების ნივთების ასაღებადეტაპობრივად უშვებენ.

„ამ დროისთვის, მერიის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შენობის დათვალიერება. პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით აღნიშნული კორპუსი გამოუსადეგარია საცხოვრებლად. ადამიანების სრულად გამოყვანა მოგვიწევს. პირველ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, სავარაუდოდ, ყველა მათგანს, ვინც სურვილს გამოთქვამს, სასტუმროებში გადავიყვანთ. თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდო ისეთი დასკვნა, რომ შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, შემდეგ უკვე ამ ადამიანებს ქირით გავიყვანთ.

ძირითადი პრობლემები აქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს, თუმცა აფეთქების შედეგად იმდენად დაზიანებულია, რომ დასუფთავების ღონისძიებებია ჩასატარებელი და საფუძვლიანი დასკვნის გაკეთება დღეის მდგომარეობით შეუძლებელია. ჩვენ ვრთავთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომელიც დაითვლის ყველანაირ ზარალს, შემდეგ გახდება ცნობილი, ვისი მხრიდან იქნება ეს ზარალი ასანაზღაურებელი", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

გიორგი გახარია პედაგოგებს: არ ვარ მე ის ადამიანი, რომ მწვავე კრიტიკის ან შეკითხვის მოგერიდოთ

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლის პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფასეულობების დონეზე, რასაც აკეთებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, საოკუპაციო ხაზთან არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი:

„ამიტომ ვიწყებთ გორით და ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ერთმანეთის არ უნდა მოგვერიდოს. არ ვარ მე ის ადამიანი, რომ მწვავე კრიტიკის ან შეკითხვის ან მოგვერიდოს, ან გაგვაბრაზოს, ან შეგვაშინოს. ამ ურთიერთობის ფასი არის სწორედ იმაში, რომ აბსოლუტურად ღიად, გულწრფელად ვთქვათ ის, რაც გვაწუხებს. შეიძლება ჩვენს სფეროს ცდებოდეს კიდევაც. არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, რეგიონებში ყველა გასვლა პედაგოგებთან შეხვედრით დაიწყება და გაგრძელდება მედიკოსებთან, პოლიციასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრებით.

„ამას არ აქვს მიზანი, გარდა იმისა, რომ უკეთესად და პირდაპირ თქვენგან შევიგრძნოთ რა ხდება რეგიონში. როგორ მუშაობენ ბატონები, რა სპეციფიური პრობლემები არის ამ დარგში, ამ რეგიონში. ხშირ შემთხვევაში, მარტივი გადასაწყვეტი პრობლემებისგან ვქმნით დიდ საფრთხეს, რომელიც შეიძლება ერთი სატელეფონო საუბრით, სწრაფად გადაწყდეს.

არ გვაქვს ჩვენ ბევრი დრო. სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ, დღეს ვართ ჩვენ იმ ეტაპზე, როდესაც დრო და ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ხარისხი უკვე მეორე ადგილზეა. იმედი მაქვს, რომ შევძლებ პასუხების გაცემას თქვენს მწვავე კითხვებზე და დაგანახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველანაირი ზედმეტი პირფერობის გარეშე თითოეული ადამიანის ღირსების, მისთვის კომფორტული, მშვიდი პირობების შექმნა და ის, რომ ყოველდღიურად იზრუნოს პირველ რიგში თავის ოჯახზე, შემდგომ ქვეყანაზე, პროფესიაზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ გორში პედაგოგებთან შეხვედრაზე.

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისინი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ. სუს-ში აღნიშნავენ, რომ ატოცში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი: აფეთქების მისამართზე ჩაიხსნა კუსტარულად დაყენებული გამაცხელებელი

ნათია მიქიაშვილი

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის, ნათია მიქიაშვილის განმარტებით, გურამიშვილის გამზირზე, N 34-ში მდებარე კორპუსში აფეთქების გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი შესაძლებელი იქნება რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ადგილზე მუშაობას დაასრულებენ სპეციალისტები და საგამოძიებო უწყება. შემთხვევის ადგილზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისამართზე, სადაც აფეთქება მოხდა, კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა:

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილი იქნა „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ სიცოცხლისთვის საშიში იყო აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა“, - უთხრა ნათია მიქიაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით, ჩახსნილი გაზდანადგარების თვითნებურად მიერთების სტატისტიკა შემაშფოთებელია:

თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად ჩახსნილი დანადგარების რიცხვი 7 000-ს სცილდებოდა. ერთ-ერთ რაიონში ხელმეორე შემოწმება განხორციელდა და აღმოჩნდა, რომ ხელმეორე შემოწმებისას, 5000-მდე აბონენტმა ხელმეორედ მოახდინა კუსტარულად დანადგარის დაერთება.

მივმართავთ ყველა აბონენტს, თქვენ ხართ პასუხისმგებელი არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე, არამედ გარშემომყოფებისა და მეზობლების სიცოცხლეზეც. ასე რომ, დაგვირეკეთ, შეგვატყობინეთ არსებული საფრთხეების შესახებ და „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფი დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ამ ტიპის საქმეებს“, - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა. მისი განმარტებით, აღნიშნული მისამართიდან გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის ან რაიმე ტიპის გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია „თბილისი ენერჯიში“ არ შესულა.

„აუცილებლად ფოტომასალასაც გავავრცელებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილია წყალგამცხელებელი და მითითებულია ჩვენი თანამშრომლის მიერ, რომ არ შეიძლება ამ წყალგამაცხელებლის ჩართვა, რადგან ის სიცოცხლისთვის საშიში იყო“, - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს დილით მოხდა. არის ნგრევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შენობა მთლიანად ევაკუირებულია. დაშავებულია 4 ადამიანი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 1 პირის მდგომარეობა მძიმეა

გურამიშვილის გამზირზე კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია, იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება - უთხრა ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა გიორგი დავლიანიძემ. მისი ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის დაახლოებით 60% აქვს დამწვარი.

"პაციენტი დილის 9 საათზე შემოიყვანეს, დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია. პაციენტი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. ჯერჯერობით რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. მას ძირითადად სასუნთქი გზები აქვს დამწვარი", - განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.

გურამიშვილის გამზირზე საცხოვებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა - ერთი ადამიანი დამწვრობის ცენტრში, სამი კი - მერვე საავადმყოფოში. მერვე საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა, საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, სტაბილურია.

გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს დილით მოხდა. არის ნგრევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შენობა მთლიანად ევაკუირებულია.

შსს-მ გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე,N 34-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.

კორპუსში აფეთქების შემდეგ მერვე საავადმყოფოში შეყვანილი 3 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული იმ სამი პირის მდგომარეობა, რომლებიც მე-8 საავადმყოფოში არიან შეყვანილი, სტაბილურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერვე საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში შეყვანილია სამი ადამიანი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი. მათგან, ორს აქვს მსუბუქი ჭრილობები მტევანზე, რომელიც მინის დამსხვრევის შედეგად აქვთ მიღებული, ხოლო ქალს, რომელიც იატაკის ჩანგრევის შედეგად დაშავდა, გამოკვლევები უტარდება და მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციის თანახმად, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს.

კორპუსში აფეთქება, პირველადი ინფორმაციით, გაზის დაგროვებამ გამოიწვია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციის თანახმად, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

„პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აფეთქების გამო, დაზიანებულია კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული მანქანები,  ჩამსხვრეულია ახლომდებარე საცხოვრებელი სახლების ფანჯრები.

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა - ერთი ადამიანი დამწვრობის ცენტრში, სამი კი - მერვე საავადმყოფოში.

აფეთქების გამო, დაზიანებულია კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული მანქანები, ჩამსხვრეულია ახლომდებარე საცხოვრებელი სახლების ფანჯრები.

გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დილით მოხდა. არის ნგრევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შენობა მთლიანად ევაკუირებულია.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

შენობა მთლიანად ევაკუირებულია. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. კორპუსის ნაწილი პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით ჩამონგრეულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, დაშავებულია 4 ადამიანი.

შენობა მთლიანად ევაკუირებულია. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურიდან პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მაია კალანდია აცხადებს, რომ ზუგდიდში დაგეგმილ ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურის წევრობიდან პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს.

„ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურიდან რომ ჩაგხსნიან პოლიტიკური მოტივით, ევროპას კი არა მარსსაც აკვირვებ ბიძინიბიძია", - წერს მაია კალანდია „ფეისბუკში".

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ამ საკითხზე დეტალურად საუბარი არ ისურვა და რადიო თავისუფლებასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„ამქვეყნად ყველაფერი პოლიტიკურია ხაჭაპურიც და ჰაერიც... ბიძინა და პირობითი ბიძინები ადგილს არ გვიტოვებენ არსად...ეს ხაჭაპურის ფესტივალის გარეშეც ჩანს და ყველანი ვხედავთ“, - განმარტა მან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში“, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ბრალდებას უარყოფენ. ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ედუარდ ფარცვანია პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მაია კალანდიას მხრიდან მსგავსი კომენტარით გაკვირვებულია, რადგან მასთან ამ საკითხზე საუბარი არც ჰქონიათ.

ხაჭაპურის ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 19 ოქტომბერს გაიმართება.

ხაჭაპურის ფესტივალი ერთდღიანი გასტრონომიული ღონისძიებაა, რომელიც ტარდება სამეგრელო-ზემო სვანეთის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის" ორგანიზებით და USAID-ის პროექტ „ზრდის", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით.

ისტორიაში პირველად ორი ამერიკელი ასტრონავტი ქალი ერთად გავიდა ღია კოსმოსში

ამერიკელმა ასტრონავტებმა, კრისტინა კოხმა და ჯესიკა მეირმა ისტორიული ერთობლივი გასვლა განახორციელეს ღია კოსმოსში.

კოხმა და მეირმა კოსმოსური ხომალდი დატოვეს 18 ოქტომბერს, რათა გამოეცვალათ ხომალდის გარე, კოსმოსური ლაბორატორიის ელექტრული ქსელის დაზიანებული ნაწილი.

ხომალდის გარეთ ყოფნისას, რამაც ხუთ საათს გასტანა, ასტრონავტებთან ვიდეოკავშირი დაამყარა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უთხრა მათ, რომ „ძალიან მამაცი, შესანიშნავი ქალები არიან“. "თქვენს ქვეყანას ასახელებთ", თქვა ტრამპმა, „ძალიან გვეამაყებით“.

კოხი ადრე ოთხჯერ გავიდა ღია კოსმოსში, მეირისთვის კი ეს პირველი იყო, და ის მეთხუთმეტე ქალი გახდა, რომელიც ღია კოსმოსში იყო.

პირველი ქალი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა, იყო საბჭოთა კოსმონავტი, სვეტლანა სავიცკაია, რომელსაც ახლდა კოსმონავტი ვლადიმირ ჯანიბეკოვი.

პირველი ადამიანი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა, იყო საბჭოთა კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი.

თადუმაძე: „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით არ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა

გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ილაპარაკა „პროგრეს ბანკთან" დაკავშირებულ თემაზე, რომელსაც სავარაუდო კანონდარღვევას უკავშირებენ.

როგორც თადუმაძემ აღნიშნა, ფულის გათეთრების შესახებ, ზოგადად, საჯარო განცხადებებით არ იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.

„ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით, იქნება შესაბამისი რეაგირება. დღეის მდგომარეობით, „პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით არანაირი კომპეტენტური ორგანოს განცხადება, დასკვნა არ არსებობს. ბანკები არიან რეგულაციის ქვეშ მყოფი ინსტიტუტები, შესაბამისად, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ან რაიმე ოპერაციის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ხდება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე”, - განმარტა შალვა თადუმაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ TBC ბანკი მოლაპარაკებული იყო „სოსიეტე ჟენერალთან" ბანკ „რესპუბლიკის" აქციების შეძენაზე, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ეს ტრანზაქცია გააჩერა ახსნა-განმარტების გარეშე.

„მე ეს გულისტკივილით, თუ საყვედურის ტონით ვთქვი, რომ ამდენი ხანია საქართველოში ვაშენებ და რატომ ხდება ასე. ეს ვუთხარი ივანიშვილს. იქ ითქვა ასეთი რაღაც, თუ „პროგრეს ბანკსაც“ იყიდით, იქნებ ეს გარიგება გამოვიდეს", - ამბობს ხაზარაძე.

როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, TBC ბანკმა „პროგრეს ბანკის“ აუდიტი დაიწყო. აუდიტმა კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა აღმოაჩინა, რამაც მამუკა ხაზარაძესა და TBC ბანკს ფულის გათეთრების ეჭვი აღუძრა. TBC ბანკმა შეიძინა „პროგრეს ბანკის“ მხოლოდ რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, ასევე, ბანკი „რესპუბლიკის" 94%-მდე წილი, 315 მილიონ ლარად.

„პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 19 ოქტომბერს გაუუქმა.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „პროგრეს ბანკიდან“ საეჭვო გადარიცხვებისა და შესაძლო ფულის გათეთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვთ.

ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად სირიის ჩრდილოეთში თავდასხმები გრძელდება

თურქეთის ავიაციის მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად 18 ოქტომბერს დაიხოცა 14 სამოქალაქო პირი, მიუხედავად აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა, რომელიც ძალაშია შესული. ცნობას ავრცელებს ომის სამეთვალყურეო წყარო.

სირიის სამეთვალყურეო ცენტრის თანახმად, თურქეთის ავიაციის თავდასხმას და მისი მოკავშირე სირიელი მებრძოლების იერიშს სოფელ ბაბ ალ-ხეირზე, 14 ადამიანი ემსხვერპლა.

რვა მებრძოლი დაკარგა ქურთთა მეთაურობით მოქმედმა სირიის დემოკრატიულმა დანაყოფმა. მისმა წარმომადგენლმა, მუსტაფა ბალიმ თურქეთი დაადანაშაულა შეთანხმების დარღვევაში, რომელსაც მიაღწიეს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტის დროს.
ბალის თქმით, გრძელდება იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, მებრძოლებზე, ასევე საავადმყოფოზე.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, ხუთი დღით უნდა შეჩერებულიყო საბრძოლო მოქმედებები და აშშ უნდა დახმარებოდა ქურთთა ძალებს, გასულიყვნენ „უსაფრთხო ზონიდან“ , როგორც მას თურქეთი უწოდებს, და რომელიც სურს შეიქმნას საზღვრის გასწვრივ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ შეთანხმება სრულდება. მან მუქარა გამოთქვა, რომ თუ ქურთთა ძალები არ დატოვებენ ზონას, ის განაახლებდა იერიშს.

თურქეთი არეალში ტოვებს თავის ძალებს, რადგან, ერდოანის თქმით, უსაფრთხოების გამო ეს ასეა საჭირო.

ბარსელონა პარალიზებულია საპროტესტო გამოსვლების გამო

ხუთდღიანი საპროტესტო გამოსვლების და გენერალური გაფიცვის გამო კატალონიის ლიდერებისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბარსელონა პარალიზებულია.

პოლიციის ცნობით, ნახევარი მილიონი ადამიანი გავიდა ქუჩაში კატალონიის დედაქალაქში 18 ოქტომბერს, შეჩერებულია ტრანსპორტი და დაკეტილია გზები. დემონსტრაციები უპირატესად მშვიდობიანია, თუმცა იტყობინებიან პოლიციასთან ერთი-ორი შეტაკების შესახებაც.


ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 14 ოქტომბერს კატალონიის 12-დან ცხრა სეპარატისტ ლიდერს ხანგძლივი პატიმრობა მიუსაჯა 2017 წლის სეპარატისტულ მოძრაობაში მათი როლისთვის.
12-ვე პოლიტიკოსი დანაშაულს უარყოფს.

გამოტანილმა განაჩენებმა გამოიწვია მღელვარება და პროტესტი, რომელთა დროსაც ასამდე პირი დაშავდა.

ჩრდილოეთი მაკედონია და ალბანეთი იმედგაცრუებული არიან ევროკავშირის გამო

ევროპის კავშირის თითო-ოროლა ქვეყანამ საფრანგეთის მეთაურობით შეაჩერა ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყება.

ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ჟან-კლოდ იუნკერმა მომხდარს უწოდა „ისტორიული შეცდომა“.

„არა წარუმატებლობად“, არამედ „შეცდომად“ შეაფასა მომხდარი ევროპის კავშირის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა.

ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ მაკედონიამ და ალბანეთმა საკმარისი გააკეთეს იმისთვის, რომ მოლაპარაკება დაწყებულიყო. საფრანგეთის გარდა ყველა სხვა სახელმწიფო თანახმა იყო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკების დაწყებაზე. ალბანეთთან მოლაპარაკების დაწყების მიმართ საფრანგეთთან ერთად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ ნიდერლანდსა და დანიას. ისინი თვლიან, რომ ალბანეთს დასაძლევი აქვს კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული.

თადუმაძე ამბობს, რომ არ მოითხოვს განათლების ხარისხის ცენტრიდან დიპლომის ნამდვილობის დადასტურებას

„ადამიანებს, რომლებიც წელიწად-ნახევარი დიპლომთან დაკავშირებით ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ“, - ამბობს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე.

როგორც თადუმაძე აღნიშნავს, არ მოითხოვს განათლების ხარისხის ეროვნული განვითარების ცენტრიდან თავისი დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

„ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა და არც ჰქონია. მე სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტმა, იუსტიციის საბჭომ შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტი. თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს. საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით, იმ ადამიანებს, რომლებიც წელიწად-ნახევარი ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეფასებით, 9 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შალვა თადუმაძის განმარტებებმა კიდევ უფრო საფუძვლიანი გახადა დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანის ეჭვი.​

ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ქართველებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს

მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანის მიერ გუშინ მოპოვებულ ოქროს მედალს დღეს ქართველებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მიამატეს.

ვაჟთა შორის, მსოფლიო ჩემპიონ-პრიზიორები ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და ორივე წონაში საქართველოს ნაკრების წევრი ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. 81 კილოგრამში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ვლადიმერ ახალკაცი, რომელმაც სულ ექვსი შეხვედრა მოიგო. ფინალში ახალკაცმა რუსეთის ნაკრების წევრი დავიდ კარაპეტიანი წუთ-ნახევარში დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ტატო გრიგალაშვილი. 90 კილოგრამში ყველას აჯობა ლაშა ბექაურმა. ოთხი ეტაპის იპონ-იპონ გავლის შემდეგ, მან საჩემპიონო ბრძოლაში იპონითვე მოუგო უნგრელ როლანდ გოზს.

დღესვე, მარიამ ჭანტურია (70 კგ) და მიხეილ ბექაურიც (90 კგ) ჩაებნენ მსოფლიოს კონკურენციაში. ჭანტურია ფინალურ ბლოკამდეც მივიდა, მაგრამ რეპეშაჟის ფინალში წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

შალვა თადუმაძე „მუქარის წერილზე“: ჩვენ ვნახავთ, ეს არის თუ არა ფარატინა ფურცელი

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისთვის, სავარაუდოდ, გადაცემული მუქარის წერილის საკითხზე საუბრობს.

„ჩვენთან არ არის აღნიშნული წერილი წარმოდგენილი, შესაბამისად, მე არ ვიცი. ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებებს მოვახდენთ. ჩვენ ვნახავთ, ეს არის თუ არა ფარატინა ფურცელი და თუ ფარატინა ფურცელია, გეტყვით, რომ ეს იყო ფარატინა ფურცელი“, - ამბობს შალვა თადუმაძე.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „მუქარის წერილის“ დედნის პროკურატურისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, დაზღვევის მექანიზმზე სახალხო დამცველთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

პროკურატურის განცხადებით, „მამუკა ხაზარაძემ ფარატინა ფურცელი წარმოადგინა“. „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG