Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძემ "ისტერია" უწოდა რუსეთის


ედუარდ შევარდნაძემ "ისტერია" უწოდა რუსეთის უარყოფით რეაქციას პანკისის პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოსა და აშშ-ს სამხედრო თანამშრომლობის გეგმაზე.

ედუარდ შევარდნაძემ "ისტერია" უწოდა რუსეთის უარყოფით რეაქციას პანკისის პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოსა და აშშ-ს სამხედრო თანამშრომლობის გეგმაზე.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგორ ივანოვმა გუშინ განაცხადა, საქართველოში ამერიკული ჯარების განთავსების შემთხვევაში, კიდევ უფრო გამწვავდება ადგილობრივი კონფლიქტები. შევარდნაძის თქმით: [შევარდნაძის ხმა] "ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა ასეთი ისტერია...როგორც გითხარით, რამდენიმე სპეციალისტი ჩამოვიდა და ერთი კაცი გუშინ მივიღე. ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხისმგებელი მუშაკი, ბატონი პასკუა და მასთან მქონდა მოკლე საუბარი. ეს თემა არც განგვიხილავს. ჩვენ ვიხილავდით ზოგად პრობლემებს: ქართულ-ამერიკული ურთიერთობების საერთო პრობლემებს". საქართველოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეერთებული შტატების დახმარების მიზანია საქართველოს მიერ თავისი საზღვრებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ხელშეწყობა. ხუთშაბათს პანკისის საკითხში საქართველოსა და შეერთებული შტატების თანამშრომლობას შეეხო თეთრი სახლის პრესმდივანი, არი ფლაიშერიც, რომელმაც ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა: [ფლაიშერის ხმა] ”პანკისის ხეობაში საქართველოს მთავრობა აშკარა საფრთხის წინაშე დგას. იქ, ფაქტობრივად, უკანონობა სუფევს. შეერთებული შტატები ტრენინგით და აღჭურვილობით დაეხმარება საქართველოს ამ პრობლემასთან გასამკლავებლად.”
XS
SM
MD
LG