Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბაში, გვანტანამოზე შეერთებული შტატების სამხედრო


კუბაში, გვანტანამოზე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე მყოფი პატიმრებიდან დაახლოებით 100 კაცმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

კუბაში, გვანტანამოზე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე მყოფი პატიმრებიდან დაახლოებით 100 კაცმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
შეერთებული შტატების სამხრეთის სარდლობის პრესმდივან ტომ კროსონის განცხადებით, ”ალ-ყაიდისა” და თალიბანის წევრი 300 პატიმრის დაახლოებით მესამედი უარს ამბობს საკვებზე. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, პროტესტი მოჰყვა უთანხმოებას ლოცვის დროს. ერთ-ერთმა მცველმა პატიმარს ჩამოართა ტურბანი, რომელიც ზეწრისაგან იყო გაკეთებული, რაც - უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე - აკრძალულია. CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ პატიმრებს არ მისცემენ შიმშილობის საშუალებას.
XS
SM
MD
LG