Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, საქართველო არავითარ


ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, საქართველო არავითარ საიდუმლოს არ ქმნის აშშ-თან თანამშრომლობისგან,

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, საქართველო არავითარ საიდუმლოს არ ქმნის აშშ-თან თანამშრომლობისგან,
თუნდაც სამხედრო სფეროში. ალმა-ათაში, დსთ-ის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ “ამერიკელები საქართველოს სასაზღვრო ჯარების შექმნაში დაეხმარნენ. ამჟამად კი აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ანტიტერორისტული ჯგუფების ორგანიზებაში”.ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ თბილისს მოსკოვისგან არაფერი დაუმალავს. თავის მხრივ, იმავე პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, სულ ერთია, ვინ აწარმოებს მას: ამერიკელი, ევროპელი თუ ქართვენლი პარტნიორები. საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით პუტინმა განაცხადა: [ვლადიმირ პუტინის ხმა] “ამაში არავითარი ტრაგედია არ არის და არც შეიძლება იყოს. თუ ეს შეიძლება ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რატომ არ უნდა შეიძლებოდეს საქართველოსთვის? პრობლემა მათი იქ ყოფნა არ არის. პრობლემა ის არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით.” ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ინფორმირებული იყო აშშ-ის ამ ნაბიჯებზე.
XS
SM
MD
LG