Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუჯარათის შტატში, ინდოეთში, გრძელდება სისხლიანი


გუჯარათის შტატში, ინდოეთში, გრძელდება სისხლიანი შეტაკებები რელიგიურ ნიადაგზე, რამაც განვლილი 4 დღის მანძილზე 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გუჯარათის შტატში, ინდოეთში, გრძელდება სისხლიანი შეტაკებები რელიგიურ ნიადაგზე, რამაც განვლილი 4 დღის მანძილზე 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
შტატის დიდ ქალაქებში მოქმედებს კომენდანტის საათი, ქუჩებში – სამხედროები პატრულირებენ. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ათალ ბიჰარი ვაჯპაიმ თავშეკავებისა და ძალადობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა ინდუისტებსა და მუსულმანებს. ქალაქებში: აჰმადაბადსა და ვადოდარაში, დღეს ინდუისტები, მუსულმანების სახლებსა და მაღაზიებს უკიდებდნენ ცეცხლს. აჰმადაბადსა და მიმდებარე სოფლებში, მარტო შაბათს, 112 მუსულმანი – ცოცხლად დაწვეს. შეტაკებები დაიწყო ოთხშაბათს, როცა მუსულმანებმა ცეცხლი წაუკიდეს ინდუისტებით სავსე სამგზავრო მატარებელს, რის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG