Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ეზათოლა


ირანული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ეზათოლა საჰაბი, რომელმაც ერთი წელი დაჰყო ციხეში მთავრობის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით, თავდებით გაათავისუფლეს.

ირანული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ეზათოლა საჰაბი, რომელმაც ერთი წელი დაჰყო ციხეში მთავრობის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით, თავდებით გაათავისუფლეს.
”რეიტერის” სააგენტოს მოჰყავს ბრალდებულის ნათესავის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ეზათოლა საჰაბმა შაბათს დატოვა ციხე მას შემდეგ, რაც მისმა ოჯახმა 250 000 დოლარი გადაიხადა თავდებით გათავისუფლების სანაცვლოდ. იანვარში ირანის რევოლუციურ სასამართლოში დაიწყო დახურული პროცესი იმ 15 ლიბერალი დისიდენტის, მათ შორის საჰაბის საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ, ძირგამომთხრელ ქმედებებში დაადანაშაულეს. ლაპარაკია მწერლებსა და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებზე, რომლებიც ლიბერალური მოძრაობის, ”რელიგიურ-ნაციონალისტური ალიანსის” წევრები არიან. ეს მოძრაობა ირანში შემწყნარებლობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს მოითხოვს. ეს ადამიანები პოლიციამ შარშან განხორციელებული რეიდების დროს დააკავა.
XS
SM
MD
LG