Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრესა საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ.


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრესა საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ.

შეერთებული შტატების პრესა ეხმაურება საქართველოში ამერიკელი მრჩევლების გაგზავნის თემას. კოლინ მაკ-მაჰონი, გაზეთ “ჩიკაგო ტრიბიუნის” ორშაბათის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, წერს, რომ შეერთებული შტატებისა და საქართველოს ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს პირველი შეხედვით ჩანს. მისი აზრით, ვაშიგტონის მიზნები მიდის უფრო შორს, ვიდრე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მოკალათებული ისლამისტი ექსტრემისტების დაჭერა. ამერიკელი ოფიციალური პირების მიზანია საქართველოს სტაბილიზაციისთვის ხელისშეწყობა და ფეხის მოკიდება ქვეყანაში, რომელსაც კავკასიაში დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, წერს მაკ-მაჰონი.

საქართველო, წერს სტატიის ავტორი, მოსკოვსა და ვაშიგტონს შორის დაპირისპირებაში ცივი ომის შემდეგ მნიშვნელოვანი ობიექტია კასპიის ზღვის რეგიონზე გავლენის დამყარების საქმეში. მაკ მაჰონი იხსენებს გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საქართველოზე გამავალ მილსადენს, რომელსაც ამერიკა უჭერს მხარს, და რომელიც ამ სფეროში შეასუსტებს ირანსა და რუსეთს.

თბილისი კარგა ხანია ეწინააღმდეგება მოსკოვის დაჟინებით მოთხოვნას პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეამბოხეების წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაციების ჩატარების თაობაზე და ახლა ამერიკის ძალების მოხმობით ის იმედონებს, რომ რუსეთის პრესი შესუსტდება, წერს გაზეთი.

შეერთებული შტატები აქამდე წლიურად საქართველოს ათობით მილიონი დოლარის დახმარებას აწვდიდა, მაგრამ დღემდე არ სურდა უფრო აქტიური როლის თამაში იმ რეგიონში, რომელსაც რუსეთი თავის საკარმიდამოს ნაწილად მიიჩნევს.

რუსეთს კი, როგორც ჩანს, ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს ახალ სიტუაციასთან დაკავშირებით. ზოგიერთმა რუსმა პოლიტკოსმა გამოთქვა შიში, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება გამოიყენოს ანტიტერორისტული ინიციატივა და მისმა სამხედროებმა მუდმივად მოიკიდონ ფეხი საქართველოში.

პრეზიდენტმა პუტინმა, მართალია თქვა, რომ ყოველ ქვეყანას, და მათ შორის საქართველოს, აქვს უფლება, როგორც სურს, ისე დაიცვას უსაფრთხოება, უსაყვედურა თბილისს, რომ მან დროზე არ ამცნო მას ამერიკელების ჩარევის შესახებ. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს მოსკოვისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო.

“უოლსტრიტ ჯორნელში” 4-ხ მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთში ამერიკის ელჩის ალექსანდრ ვერშბოუს სიტყვით, ვაშინგტონმა მოსკოვს ამ ინიციატივის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბრის დამდეგს აცნობა.

ამანდა რიპლიც ჟუნალ “ტაიმიდან” იზიარებს აზრს, რომ შეერთებული შტატების მიზნებში მხოლოდ ტერორისტების დაკავება არ შედის. ჟურნალის ინფორმაციით, მომავალი 6 თვის განმავლობაში შეერთებული შტატები აპირებს 64 მილიონი დოლარი მოახმაროს 1600 ქართველი ჯარისკაცის გაწვრთნას.

გაზეთი “ნიუ იორკ ტაიმსი” კი ამატებს, რომ წვრთვნა პანკისიდან შორს ჩატარდება, რათა ამერიკელები შემთხვევით საბრძოლო ოპერაციებში ჩათრეული არ აღმოჩდნენ.
XS
SM
MD
LG