Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის, მათ შორის აეროდრომების გამოყენება ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაგეგმილი არ არის

და ამაზე საუბარი “ფანტაზიის სფეროს” მიეკუთვნება. პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტთან საუბარში საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილის-ვაშინგტონის სამხედრო თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. მენაღარიშვილის აზრით, საქართველოში აშშ-ის სამხედრო დასწრების გამო ირანის უკმაყოფილება გამოწვეულია ინფორმაციის უქონლობით ან უკმარისობით. “საქართველო ახორციელებს თავის კანონიერ უფლებას, ითანამშრომლოს მეგობარ ქვეყნებთან საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით”, აღნიშნა მენაღარიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება მთელი რეგიონისთვის სასიკეთო იქნება.
ამ რამდენიმე დღის წინათ ირანის თავდაცვის მინისტრმა ალი შამხანიმ განაცხადა, რომ წინააღმდეგია აშშ-ის მიერ თავისი სამხედროების საქართველოში გაგზავნისა.
XS
SM
MD
LG