Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზე იუგოსლავიის


დღეს ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზე იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

დღეს ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზე იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ ჩვენება მისცა
ადამიანის უფლებათა დაცვის კოსოვოელმა აქტივისტმა, ეროვნებით ალბანელმა საბით კადრიუმ. მან გაიხსენა ხოცვა-ჟლეტის, საჯარო გაუპატიურების, აგრეთვე ქალებისა და ბავშვების სხეულის დაზიანების შემთხვევები. კადრიუმ აღწერა 1998 წელს სერბიის ჯარის იერიში ჩრდილოდასავლეთი კოსოვოს ჩიჩავიცას მთებში, სადაც მან 14 შიშველი, დასახიჩრებული გვამი ნახა. კადრიუს სოფელი გაძარცვეს და დაწვეს, თვით კადრიუ კი 1999 წლის მაისში ათასამდე ლტოლვილთან ერთად მოათავსეს. გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე ჰააგაში ბრალმდებლები ცდილობენ, დაამტკიცონ მილოშევიჩის ბრალეულობა სერბიის ჯარების ძალადობაში, რომლის შედეგი იყო კოსოვოდან დაახლოებით 800 000 ალბანელის გაძევება. მილოშევიჩს წაყენებული აქვს აგრეთვე ხორვატიაში სამხედრო დანაშაულებისა და ბოსნიაში გენოციდის ბრალდებები.
XS
SM
MD
LG