Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები და მათი


ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები და მათი მოკავშირეები დამატებითი შენაერთებითა და შეიარაღებით ცდილობენ პოზიციების განმტკიცებას

ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები და მათი მოკავშირეები დამატებითი შენაერთებითა და შეიარაღებით ცდილობენ პოზიციების განმტკიცებას
აღმოსავლეთი ავღანეთის მთებში თალიბანისა და ”ალ-ყაიდის” მეომრებთან საბრძოლველად. ავღანეთის თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი თანაშემწის, გულბუდინის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე დღეს დამატებით 1000 მებრძოლი ჩავიდა. გარდა ამისა, დროებითმა მთავრობამ მეომრების დასახმარებლად გააგზავნა თალიბანის მოწინააღმდეგე ჩრდილოეთი ალიანსის კუთნვილი ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ავიაგამანადგურებლები დღეს განაგრძობდნენ მთიანი რეგიონის დაბომბვას, მას შემდეგ, რაც ანტიტერორისტული კოალიციის ჯარებმა გუშინ, სავარაუდოდ 100 მოწინააღმდეგე მოკლეს. ავღანელთა სარდლის, ბადულ მუტინის თქმით, მეამბოხეთა მოსამარაგებელ გზებად მიჩნეული მარშრუტები გადაკეტილია, და ანტიტერორისტული კოალიციის მებრძოლები იწყებენ შესვლას გვირაბებში, რომლებშიც, როგორც ვარაუდობენ თალიბანისა და ალ ყაიდის მეომრები იმყოფებიან. კოალიციის რიგებში მსხვერპლის შესახებ ბოლო ცნობებში არაფერია ნათქვამი, მაგრამ იუწყებიან რომ ამერიკელების მოკავშირე სამი ავღანელი მებრძოლი დაიღუპა ტყვია-წამლის საცავისთვის შემთხვევით ცეცხლის წაკიდების შედეგად.
XS
SM
MD
LG