Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარები დღეს განაგრძობდნენ იერიშებს


ისრაელის ჯარები დღეს განაგრძობდნენ იერიშებს პალესტინელთა ტერიტორიებზე.

ისრაელის ჯარები დღეს განაგრძობდნენ იერიშებს პალესტინელთა ტერიტორიებზე.
სამხედრო მოსამსახურეები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ თულქარემსა და მის მახლობლად განთავსებულ ლტოლვილთა ორ ბანაკში შეიჭრნენ. ხოლო ავიაგამანადგურებლებმა დაბომბეს პალესტინელების უშიშროების უწყების შტაბბინები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, აგრეთვე პოლიციის სადგური ღაზაში. შეტაკებებში სულ ცოტა 8 პალესტინელი დაიღუპა. იუწყებიან აგრეთვე, რომ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელთა ერთ-ერთ დასახლებაში თავი აიფეთქა თვითმკვლელმა მოიერიშემ- ის ადგილზევე გარდაიცვალა და ოთხი ადამიანი დაჭრა. ძალადობის ამ აქტებს წინ უსწრებდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის კრიტიკა სამხედრო ოპერაციების მისამართით. პაუელის სიტყვებით სამხედრო დარტყმები კონფლიქტს ვერ მოაგვარებს. იუწყებიან აგრეთვე, რომ როგორც დღეს თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს იმედი აქვს, რომ ისევ გააგზავნის ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო შუამავალს, ენტონი ზინის მოლაპარაკების განახლების მიზნით, მაგრამ მანამდე პრეზიდენტი ბრძოლის შეწყვეტას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG